2026 წლის 18 ივნისის ღამეს, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქში მეორედ დაარტყეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. საწარმოს გადამამუშავებელი სიმძლავრე წელიწადში 12 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობია. იგი ჩართულია რუსული არმიის მომარაგებაში. დაფიქსირდა პირდაპირი დარტყმა მასშტაბური ხანძარი საწარმოს ტერიტორიაზე – ამ დროისთვის იქ ხანძრის სულ მცირე 5 კერაა. წინასწარი გეოლოკაციით იწვის ნავთობის გადამუშავების კომბინირებული დანადგარი, მეორადი გადამუშავების დანადგარები და რეზერვუარები – ოფიციალურ განცხადებას რუსეთზე მასირებულ დარტყმებზე უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობითვე:
“რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში დარტყმა განხორციელდა ნავთობბაზა „გუკოვოზე“. ობიექტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ხანძარი. ნავთობბაზა გამოიყენება საწვავ-საპოხი მასალების შესანახად და გადასატვირთად, რომლებიც უზრუნველყოფენ აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას.
გარდა ამისა, ჩვენმა მეომრებმა დაარტყეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრანიტნეს რაიონში მდინარე კალკაზე გამავალ საავტომობილო ხიდს, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, როზდოლნეს რაიონში ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალ სარკინიგზო ხიდს.
აღნიშნული ობიექტები მოწინააღმდეგის მიერ გამოიყენებოდა სამხედრო გადაზიდვებისა და საოკუპაციო ჯარების ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად.
დონეცკის ოლქის სოლედარის რაიონში განადგურდა ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი. ასევე დარტყმები მივაყენეთ მოწინააღმდეგის საწვავ-საპოხი მასალების საწყობებს მარიუპოლსა და პიატიპილიაში (დონეცკის ოლქი), ისევე როგორც მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობს დონეცკის ოლქის ბოიკივსკეს რაიონში.
მანამდე განადგურებული ობიექტების დამატებითი დაზვერვის შედეგად დადასტურდა სხვა შედეგებიც: 2026 წლის 14 ივნისს რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქში ნავთობგადამქაჩ სადგურ „პალკინოზე“ მიყენებული დარტყმის შედეგად დადასტურდა 95 ათასი მ³ საერთო მოცულობის შვიდი რეზერვუარის განადგურება.
2026 წლის 13 ივნისს რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქში კოტოვოს ნავთობის მომზადებისა და გადაქაჩვის საამქროზე მიყენებული დარტყმის შედეგად დადასტურდა სამი РВС-2000 ტიპის რეზერვუარისა და ნავთობსადენის მონაკვეთის დაზიანება.
2026 წლის 13 ივნისს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, დასახლებულ პუნქტ ვოლნას რაიონში მდებარე ნავთობის ტერმინალ „ტამანნეფტეგაზზე“ მიყენებული დარტყმის შედეგად დადასტურდა ხუთი РВСП-30000 ტიპის ვერტიკალური რეზერვუარის დაზიანება.
ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის საოკუპაციო ჯარების მომარაგებაში.
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსი აგრესორის სამხედრო შესაძლებლობების სისტემურ შემცირებას უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში. გაგრძელება იქნება! დიდება უკრაინას!” – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალურ ინფორმაციაში.

