აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ნატო უნდა გახდეს მკაცრი სამხედრო ალიანსი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება ევროპაში თავდაცვის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს თავის ძირითად დანიშნულებას და გახდეს მკაცრი სამხედრო ალიანსი, რომელსაც რეალური სამხედრო შესაძლებლობები ექნება ევროპაში შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა ჰააგის სამიტზე აღებულ ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების ნაწილი უკვე ასრულებს ნაკისრ პასუხისმგებლობებს, თუმცა ზოგიერთმა სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს.

„ჩვენ ამაზე გულწრფელად ვისაუბრებთ, როგორც პირად, ისე საჯარო ფორმატში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია.

მეგობრები მეგობრებს სიმართლეს უნდა ეუბნებოდნენ და დარწმუნდნენ, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ“, – აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

იტვირთბა....