აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თუ აშშ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ირანიც ვერ შეასრულებს” – ირანის პარლამენტის თავმჯდომარე

თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ირანიც ვერ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.

ღალიბაფმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმის ასლს, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის განახლებას.

14-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რაც თეირანს საშუალებას მისცემს გაზარდოს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი და სხვა საკითხებთან ერთად, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო საბანკო სექტორზე.

იტვირთბა....