მე ბოსი ვარ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე დარბაზში შესვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, თეირანთან დაკავშირებით შეთანხმება „ძალიან ძლიერია“ და მისი დეტალების შესახებ მალე გახდება ცნობილი. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„ირანთან დაკავშირებით დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. ეს შესანიშნავი შეთანხმებაა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ პირველი, უდავოდ, 99.9% არის ის, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი შეთანხმებაა. არავინ იცის, რა არის ეს, მაგრამ ის ძალიან ძლიერია. როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობა ძალიან ბედნიერია. ვინც ნამდვილად ბედნიერია, არის ბაზარი, რადგან ბაზარი ათასობით პუნქტით გაიზარდა ბოლო ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სრუტის გახსნის შესახებ გაიგეს. მომდევნო ერთი ან ორი დღის განმავლობაში ის მალე სრულად გაიხსნება“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი თეირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა და აღნიშნა, რომ ირანი შეთანხმებას ხელს თუ არ მოაწერს, იერიშები გაგრძელდება.
„ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი. თუ მე არ მომწონს, ჩვენ დავუბრუნდებით მათზე იერიშებს და თავზე ბომბების ჩამოყრას“, – განაცხადა ტრამპმა.

