აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სამიტმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, შევთანხმდით უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, რუსეთზე ზეწოლისთვის ახალი ნაბიჯები გადაიდგმევა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი შედეგი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გაფორმებული შეთანხმებაა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტმა საფრანგეთში უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. რაც მთავარია, შევთანხმდით უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამატებით გაძლიერებაზე. გადაიდგმევა ახალი ნაბიჯები რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად – ზეწოლა მშვიდობისთვის. პარტნიორები უზრუნველყოფენ ჩვენი თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინასა და პარტნიორებს მთავარ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების კონკრეტულ ნაბიჯებზე საერთო ხედვები აქვთ.

„ჩვენი გლობალური ერთიანობა რეალურად ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, განაგრძოს ეს უაზრო და დანაშულებრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

იტვირთბა....