აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა.

ამასთან, კომუნიკეში საუბარია აშშ-სა და ირანს შორის  შეთანხმებაზე, რომელიც, ტექსტის მიხედვით, „დონალდ ტრამპის ძლიერი ლიდერობის პირობებში“ გაფორმდა. „დიდი შვიდეული“ მიიჩნევს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობაა, საბოლოოდ აღიკვეთოს თეირანის წვდომა ბირთვულ იარაღზე და შემცირდეს ირანის სარაკეტო საფრთხე.

„დიდი შვიდეული“ ასევე აპირებს ნავთობისა და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის დაჩქარებას, ხოლო საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გეგმავენ ჰორმუზის სრუტეში თავდაცვითი მისიის დაწყებას.

ღაზის სექტორთან დაკავშირებით ლიდერები ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენის პროცესის გაძლიერების დაპირებით გამოდიან, ასევე გამოდიან მოწოდებით, შეწყდეს ძალადობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

იტვირთბა....