აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და 7 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი შეიყვანა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და 7 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი შეიყვანა. ინფორმაცია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახალ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:

მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საფინანსო და სავაჭრო ბირჟები, ეროვნული სასაქონლო და აღმოსავლეთის ბირჟა. „აბსოლუტ ბანკი“ , „ზემსკი ბანკი“ და სადაზღვევო კომპანია „სოგლასიე“. ასევე, როსატომის ენერგეტიკული პროექტები, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 120 გემი, ექვსი კომპანია ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ვიეტნამიდან და ახალი ზელანდიიდან.

იტვირთბა....