აშშ-ის პრეზიდენტის, დონლად ტრამპის განცხადებით, თუ ისრაელი „ჰეზბოლას“ ვერ უმკლავდება ისე, რომ ყველა სხვაც არ დახოცოს, მაშინ ეს სირიამ გააკეთოს, რომლის ლიდერსაც ამის უნარი აქვს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე კატარის ემირთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მე ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი სირიას და კაცი, რომელიც მართავს სირიას, გახლავთ პიროვნება, რომელიც იქ მე დავაყენე, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან და სხვებთან ერთად. მან ქვეყნის გაერთიანებისთვის საოცარი სამუშაო შეასრულა. ის არაა ბოისაკუტი, მაგრამ კარგი სამუშაო შეასრულა. ის ძალიან კარგად არის „ჰეზობალსთან“, მას ისინი არ მოსწონს. მე გამოვედი წინადადებით, ისრაელს მიეცა ნება სირიისთვის, მიეხედა „ჰეზბოლასთვის“. გულწრფელი რომ ვიყო, ისინი უკეთ აკეთებენ ამას. სირიის ლიდერმა ძალიან სწრაფად შეძლო ქვეყნის გაერთანება, კარგი უნარი აქვს და ძალიან კარგია ჩემთვისაც. მან დაიცვა ყველაფერი, რაც კი ვთხოვე. ისრაელას თუ არ შეუძლია საქმის შესრულება, ისე რომ ყველა არ დახოცოს, მაშინ ამ საქმეს სირია გააკეთბს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთანავე, დონალდ ტრამპმა ისრაელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ მოეწონა მისი ბოლო იერიშები ბეირუთზე, რაც ზედმეტი იყო.
„აშშ-ის გარეშე ისრაელი არ იარსებებდა, ჩემს გარეშე ისრაელი არ იარსებებდა, რადგან არცერთ სხვა პრეზიდენტს არ ჰქონდა ნება, გაეკეთებინა ის, რაც მე გავაკეთე. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ნეთანიაჰუსთან, მაგრამ ის უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს ლიბანთან მიმართებით. ლიბანი კარგი ქვეყანა იყო, იქ იყვნენ პროფესორები, ექიმები, ადვოკატები, დიდი ინტელექტი იყო, ახლა საშინელბა ხდება. ლიბანს ძალიან ცუდად მოექცნენ, მათ თავის დაცვა არ შეუძლიათ, ჰყავთ პრობლემის მომტანი „ჰეზბოლა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, უკმაყოფილოა ისრაელის ქცევით ლიბანთან და „ჰეზბოლასთან“ მიმართებით. ტრამპის განცხადებით, ისრაელს „ჰეზბოლას“ პრობლემა უფრო სწრაფად უნდა მოეგვარებინა, ეს ჩრდილს აყენებს ირანთან შეთანხმებას.

