„კომედის შოუს“ მსახიობ გიორგი გოცირიძეს გუშინ, 2 მაისს მეოთხე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მსახიობს ამჯერად ოპერაცია მუცლის ღრუში ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაუტარდა. მსახიობი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. გოცირიძის მდგომარეობა კვლავ დადებითად მძიმეა. მისი ჯანმრთელობა 4 ოპერაციის მიუხედავად არ გაუარესებულა, ის მკურნალობას „კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის“ რეანიმაციაში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ მსახიობს 27 აპრილს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც გოცირიძე საავადმყოფოში იმყოფება.
kvira.ge