აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერმინისტრი მარატ კამბოლოვი გახდა

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მარატ კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კამბოლოვმა საკუთარი ხედვის წარდგენისას განსაკუთრებული ადგილი დაუთმო რუსეთთან ურთიერთობებს.

“ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორია, საერთო მეხსიერება და მომავლისადმი საერთო პასუხისმგებლობა.
სწორედ რუსეთის გადამწყვეტი ქმედებების წყალობით უზრუნველყოფილი იქნა ჩვენი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა კამბოლოვმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერმინისტრის თანამდებობა ვაკანტური 8 ივნისს გახდა, როდესაც ე.წ. მთავრობის სხდომაზე ძამბოლატ თედეევმა გადადგომის განცხადება წარადგინა.

იტვირთბა....