აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შეგიძლია, გამომიძიო, შემაწუხო, მტრების სიაში ჩამწერო, მაგრამ ჩემს მეუღლესა და ოჯახს პირად შურისძიებაში ნუ ჩაითრევთ” – კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა დონალდ ტრამპს მიმართა

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი და მისი მეუღლის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას აწარმოებს.

კალიფორნიის გუბერნატორის თქმით, ფედერალურმა აგენტებმა ბოლო დღეებში მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყოფილ თანამშრომლებს მიაკითხეს და წლების წინანდელ დოკუმენტებს ითხოვდნენ.

„არა იმიტომ, რომ დანაშაული აღმოაჩინეს, უბრალოდ ცდილობენ, იპოვონ“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ნიუსომმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.

„შეგიძლია, გამომიძიო, შეგიძლია, შემაწუხო, შეგიძლია, მტრების ყველა სიაში ჩამწერო, რაც გაქვს, მაგრამ ჩემს მეუღლესა და ოჯახს პირად შურისძიებაში ნუ ჩაითრევთ“, – განაცხადა ნიუსომმა.

ამასთან, ნიუსომმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მას პრეზიდენტობის კანდიდატობაზე მისი სურვილის გამო დევნის.

ცნობისთვის, გევინ ნიუსომი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ღიად დიდი ხანია, აკრიტიკებენ სხვადასხვა საკითხზე. გასულ წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ნიუსომის დაკავებას კალიფორნიაში იმიგრაციის კანონების შესრულების ხელშეშლის ბრალდებით.

იტვირთბა....