აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინელებმა მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. სობიანინმა თავის Telegram არხზე დაწერა, რომ დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიში ბოლო 24 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

“ერთ-ერთმა დრონმა დააზიანა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის ობიექტი. მსხვერპლი არ არის. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ” – წერს სობიანინი.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვის საწვავის ბაზრის 40%-მდე და მოსკოვისა და რეგიონის ბენზინის საჭიროებების დაახლოებით 70%-ს ამარაგებს.

იტვირთბა....