აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთში არჩევნებზე ვნახეთ რუსეთის მხრიდან გაზრდილი ზეწოლა, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მათ დასახმარებლად” – კაია კალასი

პირველ რიგში, დღის წესრიგს სომხეთის საკითხზე საუზმით გავხსნით, რომელზეც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შემოგვიერთდება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნების დროს რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლა გამოჩნდა.

„სომხეთში არჩევნები ახლახან ჩატარდა და ჩვენ ვნახეთ რუსეთის მხრიდან გაზრდილი ზეწოლა, ქვეყნის მიერ არჩეული კურსი შეეცვალა. სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ მათ, გამძლეობა შეინარჩუნონ. ამ მიზეზით, მინისტრთან ერთად განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მათ გზაზე დასახმარებლად“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, კაია კალასის განცხადებით, შემდეგი განსახილველი საკითხი იქნება უკრაინა.

კალასმა რუსეთის ქმედებებს ომის დანაშაული უწოდა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.

„გასულ ღამეს კვლავ ვიხილეთ მშვიდობიან მოსახლეობაზე გამწვავებული თავდასხმები, ასევე თავდასხმები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე. ეს ყველაფერი წარმოადგენს ომის დანაშაულს, რომელსაც რუსეთი ჩადის. რა თქმა უნდა, დღეს წარმოვადგენთ დამატებით სიებს და ახალ სანქციებს, რომლებზეც ვმუშაობდით. ეს სანქციები მიმართულია როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ასევე „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ასევე, მივესალმები გაერთიანებული სამეფოს მიერ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“, – აღნიშნა კაია კალასმა.

იტვირთბა....