ირანი ბირთვული იარაღის წარმოებისა და შეძენის შესახებ ირანის ლიდერებსა და აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის პირობებს დათანხმდა, – ამის შესახებ „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
წყაროს თქმით, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, დამატებითი დეტალები საწყისი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, 60 დღის განმავლობაში იქნება განხილული.
მაღალჩინოსნის ინფორმაციით, აშშ ირანის ნავთობზე სანქციების მოხსნას შეზღუდული დროით დათანხმდა. ამასთან, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასაც მოიცავს.
„როიტერი“ ასევე იუწყება, რომ ირანელი ჩინოვნიკის თქმით, შეთანხმების პროექტი მოიცავს აშშ-ს მიერ 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატარის ოფიციალური პირები მოლაპარაკებების გასამართად დღეს თეირანში იმყოფებიან. როგორც მედია წერს, ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას თუ მიაღწევენ, მოსალოდნელია, რომ მას ელექტრონულად მოაწერენ ხელს და არა აშშ-სა და ირანის ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრაზე.

