აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ევრონიუსი“ – კაია კალასის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ მზარდი კრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში სტრუქტურულ ნაკლოვანებებსა და დაძაბულობას ავლენს

კაია კალასის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ მზარდი კრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში სტრუქტურულ ნაკლოვანებებსა და დაძაბულობას ავლენს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, კალასი პოლიტიკურ კრიზისში მოექცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა საფრანგეთის მთავრობასთან დაკავშირებული არაფორმალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მისი ყოფნასთან დაკავშირებით კითხვებია დასმული.

მედიის ცნობით, დოკუმენტში სამი ვარიანტია წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი მის როლს გააძლიერებს და გააფართოებს, თუმცა, დანარჩენი ორი ვარიანტი მის როლს მნიშვნელოვნად შეასუსტებს და მისი უფლებამოსილებების ევროკომისიისთვის ან წევრი სახელმწიფოებისთვის გადაცემასაც მოიაზრებს.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება.

ანონიმურობის პირობით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.

„სამწუხაროდ, ის ბევრ რამეს აკეთებს მხარდაჭერის დასაკარგავად. ის არც ისე კარგად ახერხებს საბჭოში ალიანსების შექმნას“, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.

იტვირთბა....