„ბუნდესბანკის“ პრეზიდენტი იოახიმ ნაგელი მიიჩნევს, რომ, იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ომი მალე დასრულდება, მსოფლიოში ნავთობის ფასები, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს დარჩება მაღალი.
როგორც ნაგელმა Deutschlandfunk-თან ინტერვიუში განაცხადა, ევროპა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს იმ ფასების დაბრუნებას, რაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტამდე იყო.
„შესაძლოა, ჩვენ ვერც კი შევძლოთ იმ ეკონომიკური მაჩვენებლების დაბრუნება, რაც ამ კონფლიქტამდე გვქონდა, რადგან მიწოდების ჯაჭვები აშკარად შეიცვალა და შესაძლოა, რისკებიც გაიზარდოს“, – განაცხადა ოახიმ ნაგელმა.
ამასთან, ნაგელმა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდას, „აუცილებელი“ ნაბიჯი უწოდა.
„ვფიქრობ, ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით რეგიონულ კონფლიქტამდე არსებულ სიტუაციას. მსოფლიო შესაძლოა, კვლავაც ჩამოყალიბდეს გაურკვევლობებითა და ცვლილებებით ამ კონფლიქტის მიღმა“, – აღნიშნა „ბუნდესბანკის“ პრეზიდენტმა.

