პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ზაფხულში საწვავის ფასებზე დაწესებულ კონტროლს გააუქმებს, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ჩაცხრობა და ფასების სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ ტუსკმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ამ კრიზისის განმავლობაში ევროპაში ყველაზე იაფი საწვავი გვქონდა, მაგრამ ამ ზაფხულს ამ პროექტს დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებისა და მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდის ფონზე პოლონეთის მთავრობამ მარტში საწვავზე დღგ-ის 23%-დან 8%-მდე შემცირება გამოაცხადა.

