აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია დაკავშირებულია რუსეთთან, ჩვენ ღრმა ისტორიული და კულტურული კავშირები გვაერთიანებს” – რუსეთის “საელჩოს” მდივანი

ჩვენმა წინაპრებმა უზარმაზარი გზა გაიარეს, რაც მსოფლიო ისტორიის მასშტაბითაც კი შთამბეჭდავია – ამის შესახებ ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” რუსეთის “საელჩოს პირველმა მდივანმა”, იგორ რატუშნიაკმა განაცხადა.

ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების სასახლეში, „რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, სადაც რატუშნიაკი სიტყვით გამოვიდა და რუსული სახელმწიფოს 11-საუკუნოვან ისტორიასა და “სამხრეთ ოსეთთან მის განუყოფელ კავშირებზე” ილაპარაკა:

„ჩვენ გავხდით დიდი სახელმწიფო და ყველაზე მთავარი, რითაც ის იზრდებოდა – ეს არის არა მიწები და რაღაც სიმდიდრე, არამედ ადამიანები. სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია დაკავშირებულია რუსეთთან, ჩვენ ღრმა ისტორიული და კულტურული კავშირები გვაერთიანებს. დღეს, ამ სადღესასწაულო დღეს, მინდა ყველას კეთილდღეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო“ – აღნიშნა რატუშნიაკმა.

იტვირთბა....