აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს, დავით ცეცხლაძეს, პუტინმა რუსეთის დღე მიულოცა

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს, დავით ცეცხლაძეს, პუტინმა რუსეთის დღე მიულოცა – მისალოც ბარათს სოციალურ ქსელში თავად ცეცხლაძე ავრცელებს:

“პატივცემულო დავით!

გილოცავთ რუსეთის დღეს. მშობლიური ქვეყნის სიყვარული, სიამაყე მისი ისტორიითა და დიდი კულტურით, პატრიოტული მოვალეობისადმი ერთგულება აერთიანებს ჩვენს მრავალეროვან ხალხს.

დარწმუნებული ვარ, რომ წინაპრების შრომითი მიღწევები და საბრძოლო გმირული საქმეები, მათი სიმტკიცე და თავდადება სამშობლოს სადიდებლად, მუდამ იქნება ნათელი, შთამაგონებელი მაგალითი როგორც ჩვენთვის, ისე მომავალი თაობებისთვის. გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს.” – ნათქვამია პუტინის მისალოც ბარათში.

იტვირთბა....