სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
„ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული განასახიერებს რუსეთის მოქალაქეების პასუხისმგებლობას მათი ქვეყნის მომავლისთვის, ასევე მეგობარი რუსი ხალხის სურვილს, დამოუკიდებლად აირჩიონ ეროვნული განვითარების გზა. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ხალხებს შორის მრავალმხრივი კავშირები, ჩვენი ორმხრივი ერთგულება ღია და კონსტრუქციული დიალოგისადმი, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე, გააგრძელებს თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების სრულ სპექტრს გამოიყენებს“, – წერს ფაშინიანი ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში.
ცნობისთვის, 1994 წელს რუსეთში 12 ივნისი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა, 2002 წლიდან კი მას ოფიციალურად ეწოდება რუსეთის დღე.

