აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

განათლების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ყირგიზეთთან მემორანდუმი გაფორმდა

ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ალბერტ მახმეტ კულოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

განათლების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

„დოკუმენტი ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისა და ექსპერტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....