სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სამხედრო დრონების გაგზავნის საქმეზე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
პროკურატურის მტკიცებით, იუნმა 2024 წლის ოქტომბერში დრონების ოპერაცია განზრახ დაავალა, რათა ფხენიანის პროვოცირება მოეხდინა და საფუძველი შეექმნა იმავე წლის დეკემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის.
3 დეკემბერს იუნმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყანას „ანტისახელმწიფოებრივი ძალებისგან“ იცავდა. მალევე გაირკვა, რომ გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკური პრობლემებით იყო განპირობებული.
მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა სამხედრო მდგომარეობა გააუქმა. შემდეგ იუნი თანამდებობიდან გადააყენეს, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ ამბოხში დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ამბოხის საქმეზე გამოტანილი უვადო პატიმრობის გარდა, იუნ სოკ იოლს ასევე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საკუთარი დაპატიმრების ხელშეშლისთვის.
იუნ სოკ იოლი ყველა ბრალდებას უარყოფს.

