აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია” – ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაილ ბაღაის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა და თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, კატარი და პაკისტანი აქტიურები არიან, როგორც შუამავლები, მაგრამ აშშ-ის ქმედებები გავლენას ახდენს დიპლომატიურ პროცესზე.

„თავიდანვე ჩვენთვის მოლაპარაკებების სტატუსი ნათელი იყო და ტექსტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ამერიკელები პოზიციებს ცვლიდნენ“, – განაცხადა ბაღაიმ.

მისი თქმით, ირანმა „დაამტკიცა, რომ არ მიდის კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც წითელ ხაზებად განსაზღვრა“.

„ირანს, ჯერჯერობით, არანაირ შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, – აღნიშნა ბაღაიმ.

იტვირთბა....