თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ გამარჯვებას ულოცავს და მთავრობის მესამედ ფორმირებისთვის წარმატებას უსურვებს.
ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სტრატეგიული ხედვა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, ასევე, ამ მიმართულებით აუცილებელი თანამშრომლობის შესახებ, წარმატებით განხორციელდება“, – წერს ერდოღანი ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში.
ასევე, წერილში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიკოლ ფაშინიანს ჯანმრთელობას, ხოლო სომეხ ხალხს კეთილდღეობასა და ბედნიერებას უსურვებს.

