ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ახალი დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზრს უკარგავს.
ირანის საგარეო უწყებამ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული უახლესი დარტყმები დაგმო.
„აშშ-ის მიერ ბოლო საათებში განხორციელებული უკანონო და კრიმინალური თავდასხმები არა მხოლოდ გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა, არამედ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ფაქტობრივად ყოველგვარ აზრს უკარგავს“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დარტყმებმა ირანის ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.
„აღნიშნულ კრიმინალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ლიდერებს ეკისრებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

