აქტუალური თემა ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი იოჰანესბურგის კლივლენდის დასახლებაში გახსნეს, რის შედეგადაც თორმეტი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვეს. მათზე ძებნა გამოცხადდა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....