საზოგადოება

„ეს ჩემი ახალი იმიჯია, ვიქნები ასე ცოტა ხანს ბაფთებით“: ხიდაშელი ბავშვობას იხსენებს

 

ეს ჩემი ახალი იმიჯია, – ასე იწყება სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის პოსტი, რომელიც თინა ხიდაშელის ბავშვობის სურათს ახლავს თან:

„ეს ჩემი ახალი იმიჯია.

ვიქნები ასე ცოტა ხანს ბაფთებით.

ამ დროს სასწაულების მჯეროდა, ბევრს ვოცნებობდი, მჯეროდა მთებს გადავდგამდი, წიგნებს ვკითხულობდი და მერე სათითაოდ იმ წიგნების გმირი ვხდებოდი.

დავტოვებ ამ ფოტოს კარგა ხანს, იმის დასტურად რომ ბევრი არაფრი შეცვლილა. ისევ ისე მჯერა სასწაულების, ისევ ბევრს ვოცნებობ, ეხლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ მთებს შევეჭიდები, და მუდამ იმ წიგნის გმირად დავრჩები გველეშაპებს რომ ებრძვის.

მხოლოდ ესაა ეხლა ვიცი რომ სასწაულები თავისით არ ხდება და ოცნებების ასრულებისთვის ხანდახან ჯოჯოხეთის გზა უნდა გაიარო, ვიცი რომ სადღაც სანტა-კლაუსი არსებობს (მაშინ მისი არსებობა სულ არ ვიცოდი), მაგრამ შენს ბუხარში რომ აღმოჩნდეს მთელი წელი ჯვარს უნდა ეცვა, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ უსაზღვროდ ცინიკური და ხანდახან ძალიან ბოროტია, მაგრამ სწორედ აქ არის ბედნიერების საიდუმლოც.

ჩემი ცხოვრების ყოველი ფრაგმენტი, როდესაც ბოროტებაზე, ტყუილზე, ცინიკოსებსა და ოცნებების მკვლელებზე ვიმარჯვებ, ამ პატარა ბაბთებიან გოგოს აცოცხლებს ჩემს ყოველდღიურობაში.

სასწაულების ისევ მჯერა, ოღონდ ეს არის ჯოჯოხეთი ყოველჯერზე თავიდან გასავლელია.“ – წერს თინა ხიდაშელი.

იტვირთბა....