საზოგადოება

კახი კალაძის მეუღლე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ  მისი სახელით „ფეისბუქზე“ მრავალი ყალბი გვერდია შექმნილი. ეს პრობლემა ანუკის განსაკუთრებით აღდგომის სადღესასწაულო დღეებში შეექმნა, როცა ერთ-ერთმა „ფეისბუქ“ გვერდმა, სახელით, ანოუკი არეშიძე, მილოცვა გაავრცელა, სადაც აღდგომის დღესასწაულთან ერთად, შობის დღესასწაულს ულოცავდა. ეს ტექსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა, როგორც ანუკი არეშიძის ოფიციალური მილოცვა და ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.

„ერთადერთი გვერდი ამ დედამიწის ზურგზე რაც მართლა მეკუთვნის მე არის ეს! რომელსაც ძალიან იშვიათად ვიყენებ,დანარჩენი არცერთი ფბ გვერდი თავიანთი უამრავი მოწონებით არ არის ჩემი! უამრავი შემთხვევა მაქვს ,როდესაც გასაუბრებაზე დაუბარებიათ ხალხი სამსახურის დაწყებაზე,ან ჩემი სახელით და გვარით ავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციებს და მერე ამას იყენებენ ჩემს წინააღმდეგ,ბოლო შემთხვევა რაც იყო აღდგომის დღესასწაულთან ერთად შობის მოლოცვა,ამ ადამიანმა თავადაც მომწერა რომ სიჩქარეში აერია და ძალიან ინერვიულა ამის გამო.ამ დროს ეს არავის არ აინტერესებს, არც მათ ვინც დანამდვილებით ისიც რომ ეს ანუკის გვერდი არაა და არც მისი დაწერილია, მთავარია შეცდომა! რომელსაც სიხარულით უზიარებენ ერთმანეთს და ამ დროს უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან“ – წერს ანუკი არეშიძე.

იტვირთბა....