აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა ხარკოვზე თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსული ძალების მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა ფეხმძიმე ქალიც.

ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ხარკოვზეც, რის შედეგადაც 15 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა.

თავდასხმის შედეგად ქალაქში სულ მცირე 18 ავტომობილი დაზიანდა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი და სხვა შენობები დაზიანდა.

იტვირთბა....