ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ სომხეთის არჩევნებში წარმატებას. რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხების არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის მიმართ, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„რაც შეიძლება მალე ჩამოვალ სომხეთში – ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია. დღეს ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას ევროკავშირ-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა“, – წერს ევროკომისარი.
ცნობისთვის, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დაითვალა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“, ხმების 49.825%-ით მოიპოვა.

