აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის და თქვენი უფლებისთვის, იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ნიკოლ ფაშინიანს მის გამარჯვებას. ეს ასევე გამარჯვებაა სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის და თქვენი უფლებისთვის, იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ აირჩევთ. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა გააფართოვოს მათთან თანამშრომლობა.

„ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ნიკოლ ფაშინიანს – გამარჯვებას. ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის და თქვენი უფლებისთვის, იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოვოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა, რომ ევროკავშირმა რეალური მხარდაჭერა გაუწიოს სომხეთს და ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ხალხმა იგრძნოს, მათი ცხოვრება უკეთესი ხდება ევროპასთან ურთიერთობის გამო. ესაა გამოცდა ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ დრო და არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.

იტვირთბა....