ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კენიაში 100 ტონა სპილოს ძვალი დაწვეს

კენიას პრეზიდენტმა უხურუ კენიატმა პირადად გააჩაღა კოცონი, რომელიც სპილოს ძვლებისგან იყო გაკეთებული, იმის სადემონსტრაციოდ თუ როგორ იბრძვის ქვეყანა აფრიკული სპილოების გადასარჩენად, – ამის შესახებ The guardian-ი წერს.

სავარაუდოდ, დაახლოებით 100 ტონა სპილოს ძვლისგან გაკეტებული კოცონი რამდენიმე დღის მანძილზე გადაგრძობს წვას. ძვალი დაახლოებით 6700 სპილოს ეკუთვნის, რომელიც ბრაკონიერებმა მოკლეს.

კენიას ამ აქციას ნეგატიურად უყურებენ ადგილობრივები. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომა ქვეყანაში ბრაკონიერობას გაზრდის.

სპეციალისტების აზრით, თუკი აფრიკაში ბრაკონიერობა იმავე მასშტაბით გაგრძელდა, უახლესი ათწლეულის მანძილზე სპილო გადაშენდება.

იტვირთბა....