აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, ცოცხალი და ძლიერია. უაღრესად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც თანდათან უახლოვდება ევროპას. ჩვენ სომხეთის გვერდით ვდგავართ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49.81%-ი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23.29%-ით. მესამე ადგილზეა პარტიების ბლოკი „სომხეთი“ – 9.94%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 4.00%-ით, მეხუთე ადგილზე გავიდა პარტია „ერთობის ფრთების“ პარტია 2.30%-ით.

იტვირთბა....