სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობას ვერ ხედავს და ამ საკითხს ხელოვნურად გამოწვეულს უწოდებს.
„ვერ ვხედავ დაძაბულობას, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სომხეთში მოქმედებს, ცდილობს შექმნას დაძაბულობა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, თუმცა ამ მცდელობებს შედეგები არ მოაქვს.
„ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირები გვაქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

