აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მილიონობით ადამიანს შიმშილობის ზღვარზე აყენებს” – გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამა

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მილიონობით ადამიანს შიმშილობის ზღვარზე აყენებს, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) განცხადებაშია აღნიშნული.

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის შეფასებით, საწვავისა და ტრანსპორტის ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე ფასებს ზრდის. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების დეფიციტი მათ ჰუმანიტარული დახმარების შემცირებას აიძულებს.

მედიის ცნობით, მარტში მსოფლიო სურსათის პროგრამამ იწინასწარმეტყველა, რომ შეიძლება, 45 მილიონამდე ადამიანი სურსათის მწვავე სიმწირის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ ნავთობის ფასები ბარელზე სტაბილურად 100 დოლარს არ ჩამოსცდება.

WFP-ს ინფორმაციით, სერიოზულად დაზარალებულებს შორის არიან ოჯახები ავღანეთში, სომალსა და შრი ლანკაში, განიცდიან მზარდ ზეწოლას საწვავის მაღალი ფასების, სურსათის ფასების ზრდის, შემოსავლის დაკარგვისა და ვაჭრობის შეფერხების გამო. მათივე ცნობით, სომალიში 2026 წელს 6.5 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის დაახლოებით მესამედი – მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება, ხოლო ავღანეთში, შესაძლოა, 17.4 მილიონი ადამიანი დაზარალდეს.

ამასთან, WFP აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი დახმარების სააგენტოებისთვის დაფინანსების დიდი დეფიციტის ფონზეა. როგორც WFP-მ აღნიშნა, 2026 წელს მსოფლიოში 1.5 მილიონით ნაკლებ ადამიანს მოემსახურება, ხოლო დამატებით სახსრებს თუ ვერ მიიღებს, დაახლოებით ცხრა მილიონით ნაკლებ ადამიანს დაეხმარება.

იტვირთბა....