ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აშშ-სა და ისრაელს „ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის“ შემდეგ „ჰიბრიდულ ომზე“ გადასვლაში ადანაშაულებს.
ირანის სახელმწიფო მაუწყებელ Press TV-ის ინფორმაციით, ირანის სულიერმა ლიდერმა, აშშ-სა და ისრაელის „შეთქმულებების გასანეიტრალებლად“, მოქალაქეებს ეროვნულ ერთიანობასა და სიფხიზლისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ისრაელსა და აშშ-ს არ შეუძლიათ, ძლიერი და დამოუკიდებელი ირანის არსებობას შეეგუონ, რომელსაც მრავალი უპირატესობა და შესაძლებლობა აქვს.

