აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არსებობს წინაპირობები საქართველოს 3+3 ფორმატში შეხვედრებში მონაწილეობისთვის

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, განაცხადა, რომ “არსებობს წინაპირობები საქართველოს 3+3 ფორმატში შეხვედრებში მონაწილეობისთვის”. მისივე თქმით, 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის კარი ქართველი კოლეგებისთვის ყოველთვის ღიაა.

“როდესაც ჩვენი ქართველი კოლეგები თავს კომფორტულად იგრძნობენ ამ ფორუმზე დასწრებისას, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოვლენ“ – თქვა ლავროვის მოადგილემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას „3+3“ ფორმატის შეხვედრაში.

“საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში” – აცხადებენ უწყებაში.

3+3 ფორმატის მორიგი შეხვედრა დღეს იწყება.

იტვირთბა....