საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს, – ამის შესახებ კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორმა, ელენი კუნალაკისმა სან ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მიხარია, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ დღეს გახსნის ცერემონიას ესწრება კალიფორნიის ტექნოლოგიური სექტორის ბევრი ლიდერი, ასევე კალიფორნიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის ზაზა ფაჩულიაც, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ლეგენდარული მოთამაშე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს. საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს – ინოვატორები ორივე მხარიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ, ინოვაციები საქართველოში წაიღონ და, იმავდროულად, ამ ჰაბის მეშვეობით მეტი ინოვატორი ჩამოვიდეს აქ, კალიფორნიაში“, – განაცხადა სან ფრანცისკოს ვიცე-გუბერნატორმა.

