აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსული სანაპირო დაცვის საპატრულო ხომალდ „სვიტლიაკსს“ დაარტყა

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსული სანაპირო დაცვის საპატრულო ხომალდ „სვიტლიაკსს“ დაარტყა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ „მადიარ“ ბროვდი ავრცელებს.

“განადგურებულია „სვიტლიაკის“ კლასის სანაპირო დაცვის საპატრულო ხომალდი, საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი „პანცირი“, სანავიგაციო სისტემა, ცისტერნები, ლოკომოტივები, ტრანსფორმატორები. მტრის ზურგში უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტების“ მიერ 4 ივნისის ღამეს დამუშავებულ მრავალფეროვან სამხედრო სამიზნეებს შორის არის: 10410 პროექტის სანაპირო დაცვის საპატრულო ხომალდი „სვიტლიაკი“, დასახლებული პუნქტი იურკინე, რომლის დანიშნულებაცაა: პორტებისა და გემების კონტროლი და დაცვა, ჰაერსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ტაქტიკური მიჯნის შექმნა. შეიარაღება: 16 კომპლექტი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, საარტილერიო დანადგარი АК-176, 14,5 მმ-იანი ტყვიამფრქვევის დანადგარები და ექვსლულიანი საზენიტო ავტომატები; 28 სამხედრო მოსამსახურე; საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი „პანცირ-С1“; ახლო ნავიგაციის რადიოტექნიკური სისტემა „РСБН-4Н“, დასახლებული პუნქტი საკი; ლოკომოტივები; ტრანსფორმატორები და ცისტერნები საწვავ-საპოხი მასალები” – წერს მადიარი.

იტვირთბა....