ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს. ალექსანდრ სტუბმა ჰელსინკიში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 27-ქვეყნიანმა ბლოკმა უფრო „ფართო აზროვნება“ უნდა გამოიჩინოს და გაფართოვდეს.
სტუბმა ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატებად დიდი ბრიტანეთი, კანადა, თურქეთი, ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა.
სტუბმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობის ფანჯარა საკმაოდ მოკლეა, რადგან როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება და როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია შეიცვლება, შესაძლოა, ევროკავშირის გაფართოება შეჩერდეს.
„ამ მომენტში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ფართოდ და გეოგრაფიულად, ჩვენ უნდა გავფართოვდეთ ან, სულ მცირე, შევქმნათ წევრობა, რომელიც საკმარისად მოქნილია, რათა ჯამში 40 ევროპული სახელმწიფო, თუნდაც არაევროპული, მოვიცვათ“, – განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების იდეით, სავარადოდ კანადაც არის დაინტერესებული, რადგან „ევროკავშირის 28-ე წევრად ყოფნა უკეთესია, ვიდრე, აშშ-ის 51-ე შტატობა“.

