აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს…ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით თქვას” – კობახიძე რუბიოზე

ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს:

“ჩვენ არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს…ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით თქვას” – ამბობს კობახიძე.

გუშინ რუბიომ განაცხადა: “ამ ეტაპამდე მათ ნაბიჯები გადადგეს ჩვენს დასარწმუნებლად, რომ მათ სურთ აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება. გვკითხეს, რა მეოთხოვებოდათ და ჩვენ მათ ხაზგასმით ვუთხარით, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო და რას ვითხოვდით ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ შეცვლილ ტრაექტორიას იქიდან, სადაც საქართველო დღეს იმყოფება. […] მათ გვკითხეს, რა მოეთხოვებოდათ, რომ ჰქონოდათ უკეთესი ურთიერთობა აშშ-სთან, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე [ურთიერთობის] დაშენებას შევძლებთ და შეიცვლება ტრაექტორია არამხოლოდ ჩვენთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის მხრივაც”.

იტვირთბა....