ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოითხოვს, რომ სომხეთმა სრულად გაწყვიტოს საუკუნოვანი რელიგიური და სულიერი კავშირები მოსკოვთან, როგორც ევროპული ინტეგრაციის პირობა, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
რუსული მედია წერს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ აგრესიულად იკისრა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სომხეთიდან განდევნის ამოცანა.
რუსული მედიის მიხედვით, ამ საკითხს სომხეთის რესპუბლიკაში აპრილში შექმნილი ევროკავშირის პარტნიორობის მისია აგვარებს, რომლის მიზანია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხური ეპარქიისთვის ეკლესიის ქონებით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა და ადგილობრივ რელიგიურ სტრუქტურებთან, განსაკუთრებით კი სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან, დიალოგის ხელის შეშლა.
„ამ მხრივ, გვინდა, შევახსენოთ ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ისტორია შეუდარებლად ძველია, ვიდრე ევროკავშირის ისტორია. ჩვენს მოძმე ხალხებს შორის სულიერი და რელიგიური კავშირები უფრო ღრმა და ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური სტრატეგიული პროექტი. მათ ბევრი რამ გადაიტანეს და უფრო მეტად გადაურჩებიან ევროკავშირის იმ წევრების თავდასხმებს, რომლებსაც არ ახსოვთ მათი ნათესაური კავშირი და დიდი ხანია უარყოფენ თავიანთ კულტურულ და ისტორიულ იდენტობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

