აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, ირანის მიერ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, ირანის კეშმის კუნძულზე თავდაცვითი დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის კეშმის კუნძულზე თავდაცვითი დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ „სიენენი” აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმები „ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით თავდასხმის მცდელობებზე” პასუხი იყო.

მათივე ინფორმაციით, ირანმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა რეგიონში მეზობლების მიმართულებით, თუმცა დასახულ სამიზნეს ვერცერთმა მიაღწია.

„ირანის მიერ ქუვეითის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტა გზაში ჩამოვარდა, ხოლო ბაჰრეინისკენ გაშვებული სამი რაკეტა აშშ-ისა და ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს,” – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, აშშ-მა კეშმის კუნძულზე ირანის სამხედრო სახმელეთო მართვის სადგურს დაარტყა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ქუვეითზე განხორციელებული თავდასხმები პასუხი იყო აშშ-ის ძალების მიერ კეშმის კუნძულზე განხორციელებულ აგრესიაზე.

მათივე თქმით, ქუვეითის მიმართულებით, სულ მცირე, 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ასევე განაცხადეს, რომ ეს შეტევები „საწყისი პასუხია” და მომავალში გაცილებით ძლიერი საპასუხო დარტყმა განხორციელდება.

იტვირთბა....