აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გვესმის, რომ უნგრეთს სურს უკრაინასთან ორმხრივი საკითხების მოგვარება, ამან არ უნდა დაგვაშოროს უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის მიზანს” – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ახლავე უნდა გაიხსნას.

მისივე თქმით, უნგრეთთან არსებული ორმხრივი საკითხები ცალკე უნდა მოგვარდეს.

„ჩვენ გვესმის, რომ ბუდაპეშტს სურს ჯერ ორმხრივი საკითხების მოგვარება, როგორიცაა უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებები“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ასეთი დისკუსიები არ უნდა გახდეს დაბრკოლება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.

„ეს ევროპული მხარდაჭერის ხარჯზე არ უნდა მოხდეს და არ უნდა დაგვაშოროს იმ მიზანს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ახლავე გაიხსნას“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

იტვირთბა....