აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მყოფ გემს დაარტყეს

ირანში აცხადებენ, რომ რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მყოფ გემს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, დარტყმები იყო პასუხი აშშ-ის მიერ ირანთან დაკავშირებულ ნავთობტანკერსა და კეშმის კუნძულზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ირანმა რაკეტებითა და დრონებით საპასუხო დარტყმა განახორციელა ამერიკულ საჰაერო და ვერტმფრენების ბაზაზე, ასევე ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაზე, რასაც აშშ-ის სამხედროები უარყოფენ.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ რაკეტები გაუშვეს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის Panaya-ს მიმართულებით. მათივე თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ ნავთობტანკერზე განხორციელებულ დარტყმაზე, რომელიც ირანის მნიშვნელოვანი ნავთობპორტის – ხარგის კუნძულის მიმართულებით მიემართებოდა.

იტვირთბა....