აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან.

მხარეები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

გივი მიქანაძე ეწვევა პეკინის უნივერსიტეტს, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და უცხოური კვლევების უნივერსიტეტს. ასევე ესტუმრება ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრსა და ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს.

იტვირთბა....