პოლონეთის გენერალური პროკურორი ევროპარლამენტარ პატრიკ იაკისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა, ვალდემარ ჟურეკმა, ევროპარლამენტს წარუდგინა შუამდგომლობა, რომლითაც ევროპარლამენტარ პატრიკ იაკისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, პატრიკ იაკიმ იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში გავლენა მოახდინა ერთ-ერთი თანამშრომლის საკადრო გადაწყვეტილებაზე. შედეგად, აღნიშნული თანამშრომელი დაწინაურდა, მიუხედავად იმისა, რომ მას დისციპლინური სანქციები ემუქრებოდა.
იაკის ქმედებები ამ შემთხვევაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად ითვლება. თავად ევროპარლამენტარი ბრალდებებს უარყოფს და უაზროს უწოდებს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ იმუნიტეტი ოთხ პოლონელ ევროპარლამენტარს მოუხსნა.

