აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით უკრაინის მიმართულებით დარტყმები „ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხი“ იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით უკრაინის მიმართულებით განხორციელებული დარტყმები „ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხი“ იყო.

„ღამით კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის, ასევე პოლტავას, ხმელნიცკისა და სუმის ოლქებში თავდაცვის მრეწველობის საწარმოებზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „ყველა დასახული მიზანი მიღწეულია და ყველა დანიშნული ობიექტი განადგურებული“.

ცნობისთვის, ღამით რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მასირებული იერიში მიიტანა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 656 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 73 რაკეტა გაუშვა. მათი მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი, კიევი იყო. იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია, სულ მცირე, 51 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ამასთან, ქალაქ დნიპროზე იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

იტვირთბა....