რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყაზახეთში გამართულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები განიხილა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განიხილეს 29 მაისს ასტანაში გამართული ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომის შედეგები“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებმა სამიტზე განიხილეს ერევნის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები. სამიტის შემდეგ, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, რეფერენდუმი ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე ჩაატაროს.
პუტინმა ადრე მოუწოდა სომხეთს, რაც შეიძლება მალე გადაეწყვიტა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის საკითხი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი პარტნიორები, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად ორი ორგანიზაციის წევრი იყოს.

