აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანმა საპროტესტო აქციების სავარაუდო ლიდერები სიკვდილით დასაჯა

ირანმა საპროტესტო აქციების სავარაუდო ლიდერები სიკვდილით დასაჯა.

ქვეყნის სასამართლო ორგანოს საინფორმაციო სააგენტო Mizan-ის ცნობით, ირანმა მეჰრდად მოჰამადინია და აშკან მალეკი თეირანში მეჩეთის ცეცხლის წაკიდებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში დაადანაშაულა.

Mizan-ის ინფორმაციით, მათი სიკვდილით დასჯის განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, 2026 წლის დასაწყისში ირანში საპროტესტო აქციები ეკონომიკური სირთულეების გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით ჩაახშო, რასაც სხვადასხვა ცნობით, ასობით აქტივისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....